„არც ერთი სიტყვის არ მჯერა იმ ბრალდებიდან, რაც ისმის მამა გიორგის მისამართით. გამომდინარე იმ კომიკური სიტუაციიდან, რაც შეიქმნა ამ ბრალდებების ფონით“, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიას“ გადაცემაში „პრიორიტეტები” ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ირინა სარიშვილმა განაცხადა.
“მინდა მივმართო პატრიარქზე გადაფარებულ “მომხრეებს” რომლებიც მზად არიან შუაზე გაგლიჯონ მამა გიორგი, ცოტა მოდუნდნენ.
აქ იმალება ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრი. შემსრულებლებმა ალბათ ისიც ვერ გაიგეს, რა უნდა ჩაედოთ მამა გიორგისთვის ბარგში და აქაც გაიჭედნენ. ახლა მე მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღელვებს . რა მიზეზით მოხდა ეს? ამ ქვეყანას ვინც მართავს, ოცი ხე რომ ჰყავს ახლა რიგში ჩაყენებული გადასარგავი, პრეტენზია უნდა იყოს იმ ადამიანთან, არ გვაქვს საირონიოდ საქმე. რომ მოხსნან შოთაძე, ამითი რამე შეიცვლება? ძალიან კარგად ვიცით ვინ და რა მეთოდებით მართავს ამ ქვეყანას და კარგად ვიცით როგორი მონური ფსიქოლოგიით ემსახურებიან ამ ერთ ადამიანს. მე კითხვები არ უნდა დავუსვა არც კვირიკაშვილს, არც კალაძეს, კითხვები უნდა დაისვას იმ ერთ კაცთან.
პროკურატურა აგრესიასაც კი არ იმსახურებს, ამაზე შეიძლება მხოლოდ გადაიხარხარო. არც პროკურატურის ვერსიის ერთი სიტყვის არ მჯერა, ეს არის ეკლესიის მიმართ მუქარა და ამით დანაწევრება საქართველოსი. ეს ფარავს სულ სხვა მზაკვრულ ჩანაფიქრს. პატრიარქობის მსურველიც ბევრია და მათ უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. ციანიდის საქმე უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს“ – განაცხადა სარიშვილმა.
შეგახსენებთ, მამა გიორგის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ ის დუმილის უფლებას დაარღვევს და ჩვენებას მისცემს.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
მისმა ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ.