ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან 6 მარტის ჩათვლით, კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

საგზაო სამუშაოების გამო, 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, კახეთის გზატკეცილზე,  აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“- აცხადებენ მერიაში.

 

იტვირთბა....