დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა სურდა, რაზეც უარი მიიღო. მისი თქმით, ის მარგველაშვილთან შეხვედრას სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემალებოდა. თუმცა, დღეს გამოჩდნენ და განუცხადეს, რომ პრეზიდენტს მასთან შეხვედრა არ სურს.
”ჩემი მოთხოვნის მიზანი იყო, რომ პრეზიდენტის ინფორმირება მომხდარიყო, რადგანაც ჩემზე, როგორც საქმის მთავარ მოწმეზე მიზანმიმართული წეზოლა ხორცილედება.
მაინტერესებდა პრეზიდენტის აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მძიმე დანაშაულის ორგანიზების შესახებ იგებს, ვალდებულია თუ არა ის მივიდეს საგამოძიებო ორგანოებში.
ამის შემდეგ სურვილი აღარავის გაუჩნდება, რომ მსგავსი დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის შესახებ განაცხადოს. მინდოდა ამ საკითხების პრეზიდენტთან განხილვა. სამი დღის მანძილზე ფაქტობრივად მემალებოდნენ. დღეს, როდესაც დავურეკე ეკა მიშველაძეს, რამდენიმე წუთში გადმომირეკა და მითხრა: თქვენ ხართ აღელვებული და პრეზიდენტი ვერ შეგხვდებათო”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.