ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა ახალი ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ მამალაძის ადვოკატები პატრიარქისთვის

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ  გიორგი მამალაძის ადვოკატები პატრიარქთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ, რათა საქმის ირგვლივ  თავისი პოზიცია გააცნონ.

დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქს მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს და დეკანოზ მამალაძეს სრული უფლება აქვს, რომ უწმინდესს საკუთარი ვერსია მოუყვეს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საპატრიარქოში შეხვედრა შედგა, წმინდა სინოდის წევრები შეიკრიბნენ. რაზე შეთანხმდნენ, ამას ალბათ თვითონ გააჟღერებენ და  საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ახლა შევხდები ბრალდებულს, ჩამოვალ და გეტყვით ძალიან საინტერესო ახალ ისტორიას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა და დასძინა, რომ ეს ისტორია სწორედ საქმეს უკავშირდება.

იტვირთბა....