მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ვიცე-პრემიერად განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაასახელა. აქამდე კვირიკაშვილს ორი ვიცე-პრემიერი ჰყავდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ქონება და შემოსავალი აქვს ახალ ვიცე-პრემიერს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს ბინა თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის ფართობი 95კვ.მ-ია.
მისი მეუღლის, ნატალია მუხადგვერდელის მფლობელობაშია ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა 10-ში. მისი ფართობია 45 კვ.მ.
ალექსანდრე ჯეჯელავას საკუთრებაშია ორი მსუბუქი ავტომანქანა: Hyundai ix35, 2010 წლის და Suzuki Grand Vitara, 2000 წლის.
დეკლარაციაში დაფიქსირებულია ჯეჯელავას ანაბარი „თი ბი სი“ ბანკში, რომლის ოდენობაა 15 389 დოლარი. ამავე ბანკში ანაბრი – 3 800 დოლარი კრედიტი, ასევე ანაბარი 4445.41 ლარი კრედიტი, სახელფასო – 5569 ლარი კრედიტი, მიმდინარე 534.59 დოლარი კრედიტი, ასევე, 134.44 დოლარის კრედიტი.
მის მეუღლეს „თი ბი სი“ ბანკში აქვს ანაბარი 30.56 ლარი კრედიტი. სახელფასო- 103.45 ლარი კრედიტი, სახელფასო – 56.62 კრედიტი, ანაბარი 585 ლარი კრედიტი.
ალექსანდრე ჯეჯელავას საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომელიც 4000 ლარს აღემატება, დეკლარაციაში დაფიქსირებულია – 9500 ლარი, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაშია 1500 ევრო.
დეკლარაციაშია აღნიშნული ალექსანდრე ჯეჯელავას, როგორც მართვის აკადემიის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი – 200859.52 ლარი. ჯეჯელავა ამ კომპანიიდან შემოსავალს მინისტრად დანიშვნამდე იღებდა. საჯარო რეესტრის 22 ივნისის ამონაწერში “მართვის აკდემიის” თავმჯდომარე და გამგეობის წევრი ალექსანდრე ჯეჯელავა აღარ არის. გამგეობის თავმჯდომარის პოსტს ახლა ქეთევან ტყავაძე იკავებს, დირექტორი კი ჯეჯელავას ცოლი, ნატალია მუხადგვერდელია, რომლის წლიური შემოსავალია – 23512.50 ლარი.
ჯეჯელავას წლიური შემოსავალი მიღებული აქვს „თიბისი ბანკში“ ტრენერის თანამდებობაზე (მინისტრად დანიშვნამდე) , რომელიც 382 ლარს შეადგენს. ასევე ტრენერის თანამდებობაზე „პი ემ სი კვლევით ცენტრში“ – 200 ლარი აქვს მიღებული. ტრენერის თანამდებობიდან „ჯეოსელში“ მას მიღებული აქვს 1781 ლარი, „ტრენდსეტში“ – 2800 ლარი, „ორიენტ-ლოჯიკში“ – 3280 ლარი, კომპანია „ჯიპია ჰოლდინგში“ – 1200 ლარი.
ჯეჯელავას დეკლარაციაში გრაფაში „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს“- მითითებული აქვს „სესხი, მანამდე არსებული დოლარის იპოთეკური სესხი ლარში გადავიდა, 65 000 GEL“, გასავალი – 13732.07 ლარი.
ამავე გრაფაში აქვს მითითებული:
„სესხი, სამომხმარებლო სესხი, 13000.00 დოლარი;
„სესხი, შპს აი-ბი-ეფ-ს ვასესხე $13,000 (ცამეტი ათასი დოლარი) 18 თვის ვადით, 13 000.00 USD“
„სესხი, იპოთეკური სესხი, რომელიც წარმოიქმნა ორი იპოთეკური სესხის გაერთიანებით, 46300.00 USD“, გასავალი – 35802.10 დოლარი.
დეკლარაციაში ალექსანდრე ჯეჯელავას მითითებული აქვს შვილის, მაია ჯეჯელავას სწავლის საფასური, გასავალი 4 700 ლარი და სასტუმროს გადასახადი წყალტუბოში: გასავალი, 2 116 ლარი.
ნინო ცხადაია