ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 -ლარიან ვაუჩერს მიიღებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200-ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200-ლარიანი ვაუჩერი“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა კი 11 894-ია.

იტვირთბა....