ნანა კაკაბაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძე პატრიარქის მდივან რეფერატსაც ელაპარაკა:
„მე შევხვდი შორენას. თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული იმისათვის, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის. თქვა ის დანარჩენი ადამიანები, ვინც არიან. ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტები. აქ მიზანი და გათვლა არ იყო არც შორენასა და არც სხვაზე. ეს იყო გათვლა უფრო მაღლა და უფრო ზემოთ,“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.