ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  რუსეთის ფედერაციის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ჩურკინი 65 წლის ხვალ გახდებოდა.  ამერიკული გამოცემა The New York Post-ი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატი რუსეთის საელჩოს შენობაში იმყოფებოდა, როდესაც ნიუ-იორკის დროით 09:30 საათზე თავი ცუდად იგრძნო.  ჩურკინის  საავადმყოფოში გადაყვანა დაუყოვნებლი მოხდა, თუმცა ექიმების ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

“გარდაიცვალა არაჩვეულებრივი რუსი დიპლომატი… ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ვიტალი ჩურკინის ნათესავებს,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....