მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს და რუსეთის ელექტროსისტემებიდან მომარაგდება. მოკვლევითი სამუშაოების გამო „ენგურჰესი” დროებით გაჩერებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას „მოამბე” ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, თანხა დაახლოებით ექვს მილიონახევარ ლარს შეადგენს. რაც შეეხება მომწოდებლებს, როგორც ირკვევა, საქართველო დენს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყიდის.