ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ ციანიდის საქმეზე პატრიარქი პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა ბერლინიდან ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტში ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტარი გააკეთა. უწმინდესის განცხადებით, საქმე უსიამოვნო მოვლენებთან გვაქვს. მისი აზრით, სიტუაციის შესწავლა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოხდეს.

„სამწუხარო ის არის რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება,“-განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის ხელმძღვანელი  დეკანოზ გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპრტში დააკავა, რომელსაც ბრალი მკვლელობის მომზადებაში და სიცოცხლისთვის საშიში საწამლავის ციანიდის  გერმანიაში გადატანა ედება.

იტვირთბა....