სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„ავტობუსები 14:30 საათზე, ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან თბილისში დღეს, 18:00 საათზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში, ნაღვლის ბუშტზე ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.