რეზო გიგინეიშვილის ახალი ნამუშევარი „მძევლები“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილ მსოფლიო პრემიერაზე წარადგინეს. შემფასებლებმა „მძევლები“ ფესტივალის ერთ-ერთ კინოაღმოჩენად დაასახელეს.
ფილმის სცენარი ე.წ. “თვითმფირნავის ბიჭებს” უკავშირდება, სადაც ასახაულია ისტორია, რომელიც 1983 წელს საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს.
“მძევლები” ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა და ის ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.