თბილისის საკრებულოს საკვამურში ცეცხლი გაჩნდა. როგორც “მეტრონომს” საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წევრმა, თამუნა გვაზავამ განუცხადა, უსაფრთხოების მიზნით თანამშრომელთა ევაკუაციაც განხორციელდა:
” ცეცხლი ლოკალიზებულია, ამ წუთებში მიმდინარეობს ლიკვიდაცია. ადგილზე ხუთი სახანძრო მანქანა მუშაობს. თანამრომლების ევაკუაცია განხორციელდა თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით. მიზეზი ჯერ უცნობია. ცეცხლი ზედა გადახურვაში, საკვამურში გაჩნდა. 20-30 კვადრატული მეტრია, სავარაუდოდ, დამწვარი”-განაცხადა გვაზავამ “მეტრონომთან”.
“საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ოპერატიულად და ეფექტურად იმუშავა”,-წერს სოციალურ ქსელში შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსი, თეა პერტაია.
“მეტრონომი” დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.