ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს”: ამინდის პროგნოზი 26 თებერვლამდე

25 თებერვალს ტემპერატურა 20 გრადუსსაც გადააჭარბებს, – ამის შესახებ  “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა:

“დღეს უნალექო, თბილი ამინდია.  დასავლეთში 17 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა,  აღმოსავლეთში, 9-13 გრადუსამდე. ხვალ ცოტა დაიკლებს ტემპერატურა დასავლეთში, აღმოსავლეთში კი 3 გრადუსით მოიმატებს. დასავლეთში დღის ბოლოს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით. 22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი.  დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება 23 თებერვალს. ტემპერატურა იქნება 8-13 გრადუსი. აღმოსავლეთშიც ასევე. 24-25 თებერვალს გამოიდარებს, უნალექო ამინდი და და ტემპერატურა მოიმატებს. ხოლო 25 თებერვალს 20 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, ზოგან 20 გრადუსსაც გადააჭარბებს. 26 თებერვალს ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და ტეპერატურა ისევ დაიკლებს.”-განუცხადა სვეტლანა ნიორაძემ “მეტრონომს”.

 

იტვირთბა....