ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

სად განაგრძობს მოღვაწეობას ირაკლი ალასანია

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის რიგით წევრად რჩება და საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს. – ამის შესახებ მან „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის შემდეგ განაცხადა.
ალასანიას თქმით, პარტიამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ყველაზე ვაჟკაცი და კომპეტენტური ადამიანი აირჩია თავმჯდომარედ. „შავგულიძე ის კაცია, რომელიც გაუძღვება პარტიას შემდგომ არევნებში. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოვა დრო, როცა პარლამენტი გახდება მრავალპარტიული, შევცვლით საარჩევნო სისტემას და ქვეყანაში საპარლამენტო მრავალპარტიულობას დავაბრუნებთ”, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, ალასანიამ არჩევნების შემდეგ ტაიმაუტი აიღო და პოლიტიკას დროებით გაემიჯნა.

იტვირთბა....