ახალი ამბები საზოგადოება

მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის: პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს უბრუნდება

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს შესაბამისი გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან მოუწევთ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.
უშუალოდ მართვის მოწმობის გამოცდის ახალი წესი – გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება.
განიხილება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც გაზრდის მძღოლების საწყის კვალიფიკაციას“, – აცხადებენ პარლამენტში.
როგორც ირკვევა, შემოდგომიდან ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემაც.
„ცვლილებებით ასევე იგეგმება ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას. გამკაცრდება კანონი სიჩქარის გადაჭარბების, მანევრირების წესების დარღვევის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვის და სხვა შემთხვევებისთვის.
ამ ცვლილებების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელსაც ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი.

იტვირთბა....