რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა შეკრებილებს ემოციური სიტყვით მიმართა. გვარამიას განცხადებით საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის ქცევით საკამოდ დაიღალა. ამიტომ მისი ბედი მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
გვარამიამ ყველა მოსამართლეს მოუწოდა, რომ არ გაჰყვნენ მურუსიძის გზას, მისი თქმით, ახლა არის დრო როცა მოსამართლეები ან ოქროს ასოებით ჩაწერენ თავის სახელებს და გვარს ან პრიქით შავ ლაქად დარჩებიან ისტორიას.
,,მივმართავ ყველა მოსამართლეს, რომელიც უკანონობას მოაწერს ხელს მის ფეხქვეშ მიწა დაიწვება. “რუსთავი 2”-ი მუშაობას აგრძელებს და ტელეკომპანიაში ბიძინა ივანიშვილის მოციქულები ვერ გაიჭაჭანებენ. დღეს არის ქართველი გმირის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე. მე მოვუწოდებ ყველა მოსამართლეს, ყველა პოლიტიკოსს- ეს არის ბარაბას გზა, თქვენ გაყევით მარო მაყაშვილს ის ქრისტეს გზაზე დადიოდა.
ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს გვჭირდება სამართლიანობა და გვინდა ის რაც კანონით გვეკუთვნის, ჩვენ წართმეული გვაქვს ყველანაირი უფლება და დამოკლეს მახვილივით გვიდევს ივანიშვილის რისხვა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ , რადგან თქვენი თვალები და გულები გვაძლიერებს და ვიცით, რომ თქვენთვის ვმუშაობთ. ვიცით, რომ განაჩენს გამოუტანთ ყველა ნაძირალას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.