ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ „რუსთავი 2“ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა”

„რუსთავი 2“- ის მხრდამჭერ აქციაზე პირველად სიტყვით ზაალ უდუმაშვილი გამოვიდა.
მისი თქმით, აქციაზე ამდენი ადამიანის დანახვის შემდეგ მიხვდა, რომ  „რუსთავი 2“-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება.  მისი განცხადებით, დღეს ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ  ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს  ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას ვერავინ შეეხება.

თუ „რუსთავი 2“  დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ  ხვალ თითოეული ჩვენგანის ოჯახებში შემოვლენ, რასაც უნდა გააკეთებენ და ამ ქვეყანაში სივრცე აღარ იქნება, რომ საზოგადოების პრობლემები ვინმემ გააუშოქოს.

“სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. შეიძლება ხელისუფლებამ თავისი სისტემით ადამიანების ჯგუფი დაჩაგროს,  მაგრამ ამ შემთხვევაში ანდაზა „ძალა აღმართს ხნავს“ ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს ძალა ხნავს აღმართს და ამ ძალას წინ ვერაფერი დაუდგება“, – მიმართა მან აქციის მონაწილეებს.

იტვირთბა....