“მეტრონომი” აქციიდან:
რუსთაველის გამზირზე “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა.
მთავრობის ადმინისტრაციიდან “ევროპული საქართველოს” წევრები შეემატნენ, “ვარდების მოედნიდან” კი – “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების.
ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით, უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა გამოიტანოს.
“ვერ მივცემთ ამ ხელისუფლებას ფუფუნებას, რომ “რუსთავი 2” გათიშული იყოს. ამ აქციით ვაცხადებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეოდალურ სახელმწიფოდ გადავიქცევით. “-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “მეტრონომთან” .
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2” 18 თებერვლიდან საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა, თუმცა ახლა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა განაახლა.














