ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომის ფაქტს არ ადასტურებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და სიცრუეს უწოდებს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება  მიზანმიმართულად ხდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს” – აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, გუშინ გავრცელდა. ქართული მედიასაშუალებები წერდნენ რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა ე.წ. ციანიდის საქმეს უკავშირდებოდა.

იტვირთბა....