ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი,  საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს. მოგერინიმ ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

ყურადღება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტური იმპლემენტაციის ერთგულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზისლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

იტვირთბა....