ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმების ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს

საქართელოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას კლინიკიდან ორშაბათს გამოწერენ. ამის შესახებ განცხადება, ილია მეორის მკურნალმა ექიმმა მარტინ შტრიკმა გააკეთა. გერმანელი ექიმების განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ექიმმა მარტინ შტრიკმა.

პატრიარქი საქართველოში ორშაბათს დაბრუნდება.

იტვირთბა....