ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა გიორგი მამალაძის სანახავად საავადმყოფოში ადვოკატები მივიდნენ

ჩაფიძის გულის ცენტრში მოთავსებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის სანახავად საავადმყოფოში მისი ადვოკატები მივიდნენ.
როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ცოტა ხანში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ექიმი გააკეთებს.

დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინიტროში განაცხადეს, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა. ის ბადრაგის მეშვეობით კლინიკაში სასწრაფოდ ერთი საათის წინ მიიყვანეს. ჯერ-ჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავა.

უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

იტვირთბა....