ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ჯანდაცვის ახალი პროგრამით, კერძო დაზღვევა 30 პროცენტით გაძვირდება”

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა   “ბიზნესკონტრაქტთან” საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები გაიმიჯნონ საყოველთაო დაზღვევიდან:

“ჯანდაცვა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება- პაციენტი, საავადმყოფოები და სადაზღვეოები. ამ საყოველთაო დაზღვევის შედეგად გართულდა პაცინტეებისთვის ჯანდაცვა,  კლინიკებთან სამინისტროს ურთიერთობა და ბოლოს, კონფლიქტი სადაზღვეოებამდე მივიდა. ახლა უკვე კერძო, გაძვირებული დაზღვევის ყიდვა აღარ შეუძლიათ ადამიანებს და ეს კერძო დაზღვევა, ამ ახალი პროგრამით, კიდევ უფრო გაძვირდება, 30 პროცენტით.

თუ ქაოსია სისტემაში და სახელმწიფოს და კერძო სადაზღვევო კომპანიების ბაზები არ დარდება, ეს ვისი ბრალია? სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის შედეგია, რომ აიარია კერძო სადაზღვეოების და სახელმწიფოს ბაზები.

გამოსვალია რომ სადამსჯელო მექანიზმით კი არ ვიმოქმედოთ, არამედ  ყველას პოტენციალი გამოვიყენოთ. მიზნობრივი ჯგუფები დააზღვიოს სახელმწიფომ და ეს მართონ სადაზღვევო კომპანიებმა. ეს კი სახელმწიფომ აკონტროლოს. ამით არც სადაზღვეოები დაზარალდებიან, არც კლინიკები და შედეგად-არც პაციენტი. “-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ბიზნესკონტრაქტში” .

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები საყოველთაო დაზღვევას ვერ მიიღებენ, ამავდროულად, საყოველთაო დაზღვევას მიიღებენ ის პირები, რომელთა შემოსავლის სიმცირე ამას საჭიროებს.

საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამა კი კერძო დაზღვევას გააძვირებს. ამის შესახებ “მეტრონომი” წერდა სტატიაში სათაურით, “კერძო დაზღვევის პაკეტი მცირდება, ფასი კი იზრდება: რა გავლენას ახდენს ჯანდაცვის ახალი პროგრამა“.

იტვირთბა....