ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად”: მეუფე პეტრე ციხეში დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, რომელიც  ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზ მამალაძის სანახავად იყო შესული, შეხვედრიდან გამოვიდა.  ჟურნალისტებთან მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ  მისი ეჭვები  გამართლდა:

“მადლობა ღმერთს! ჩემი ეჭვები თითქმის გამართლდა 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად… წინა ხელისუფლებისთვისაც არაერთხელ მითქვამს და ამჟამადაც, რომ ბრძენი ადამიანი არასოდეს არ ჩაიგდებს თავს განსაცდელში, ის წინასწარ განჭვრიტავს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს არსებული მდგომარეობიდან და შექმნილი პრობლემიდან მისი შეცდომით დაშვებული, იპოვოს კარგი გამოსავალი.  თუ რამდენად ჭკვიანია, იმდენად ახერხებენ ხოლმე გამოსავლის პოვნას. ახლა მთავარია ჭკუა მიანც აღმოაჩნდეთ, თუ სიბრძნე- არა.” განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამალაძე, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ამასთან დაკავშირებით, მეუფე პეტრე დაკავებულ დეკანოზთან ციხეში მოსანახულებლად იყო შესული.

იტვირთბა....