ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

” იმედი გვაქვს, „რუსთავი 2“ ეთერში დარჩება და არაფერი შეიცვლება”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი,  იან კელი აცხადებს, რომ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც არის, რადგან „რუსთავი 2“ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ხმაა:

„ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდები. ჩვენი ხედვა კარგად არის ცნობილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ „რუსთავი 2“ დარჩება ისეთი, როგორიც არის. ის მნიშვნელოვანი ხმაა ოპოზიციისთვის. იმედი გვაქვს, „რუსთავი 2“ ეთერში დარჩება, არაფერი შეიცვლება და ის საქართველოში პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანი ხმა იქნება“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

იტვირთბა....