ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთავში, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად, 21 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად, 21 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული  ინფორმაციით, მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც, „მეტრონომს“ შსს-ს  პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

იტვირთბა....