“ახალი საქართველოს” ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის და სამეურვეო საბჭოს წევრების ანაზღაურებამ 370 124 ლარი შეადგინა. სამივლინებო ხარჯების ოდენობამ კი 22 000 შეადგინა.
ხაბეიშვილის განცხადებით, ბორდის წევრების მივლინებები ბათუმში ფიქსირდება და 4 დღის განმავლობაში მხოლოდ მათი სასტუმროს მომსახურება ბიუჯეტს, თითოეულის შემთხვევაში, 1400 ლარამდე დაუჯდა.
“გრიგოლ გოგელიას ანაზღაურებამ, 2016 წელს 64 566 ლარი შეადგინა, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჰონორარის სახით გოგელიამ 10 000 ლარი მიიღო. ბორდის რამდენიმე წევრის წლიურმა შემოსავალმა 40 000 ლარს გადააჭარბა, ყველაზე ”დაბალანაზღაურებადების“ შემოსავალი, 2016 წელს 30 240 ლარი იყო. დეკემბერში გოგელიას გარდა, დამატებით ჰონორარი მიიღეს ბორდის სხვა წევრებმაც, თითოეულის შემთხვევაში მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ დეკემბერში 6 400 ლარი შეადგინა. ვფიქრობ, ზედმეტი განმარტება საჭირო არ არის, ისედაც ნათელია, რომ საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების ფლანგვასთან და მათი ანაზღაურება, სცდება ყოველგვარ გონივრულობას და, რაც მთავარია, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ადეკვატურობას. საქართველოს მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, უღირთ თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში მხოლოდ 9 ადამიანის შენახვა 370 124 ლარი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლარს გადააჭარბა.