საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს პატრიარქს ბერლინში, საავადმყოფოში სტუმრობდა. უწმინდესის მონახულების შემდეგ, ექს-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას მხოლოდ პატრიარქის მონახულება სურდა და ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტარს არ გააკეთებს.
,,დედაჩემთან ერთად შემოვუარე უწმინდესს და ვუსურვე ჯანმრთელობა. არაფრის შეფასება არ მინდა. ჩემი მიზანი იყო უწმინდესის მონახულება და ვბრუნდები კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ კარგად გადაიტანა. ყოჩაღ.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ციანიდის საქმეზე, კერძოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობისთვის, პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და უწყების განცხადებით, რამდენიმე ვერსიაზე მიდის მუშაობა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
https://www.youtube.com/watch?v=vUGyugOB8wI