ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ივაჭრეს პატრიარქით და მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა“

“ივაჭრეს პატრიარქით და მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და გაჯეჯილდებოდნენ“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა ის, რაც არასოდროს არც ერთ ხელისუფლებას საქართელოში არ უკადრია.

“მთელი სამართალდამცავი უწყებები, უმრავლესობა და მთავრობა დაეწყო და ივაჭრა პატრიარქის პერსონით. გადასაფარი იყო სხვა მნიშვნელოვანი თემა, რომელიმე გავლენიანი მღვდელმთავრის ჩამოშორება უნდოდათ, თუ ორივე ერთად, ფაქტია, ივაჭრეს პატრიარქით და მოლოდინი ქონდათ, რომ ილია მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანდა და გაჯეჯილდებოდნენ.

„რუსთავი 2“ რომ თემას წინასწარ გახეთქავდა, ვერც ეს გათვალეს.

ასე რომ, “ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”, რაზეც კვირიკაშვილმა ისაუბრა, სწორედ მისი ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა.

„ქართულმა ოცნებამ“ იკადრა ის, რაც არასდროს არც ერთ ხელისფულებას საქართველოში არ უკადრია”-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქს ან რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდა.

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა, ჟურნალისტებმა კითხეს, რომ “შეიძლებაო ეს პირი იყოსო ილია მეორეო” და მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არა, მე არსად არ მიხსენებია, რომ ეს არის პატრიარქიო და მე ეს ვუთხარი ჟურნალისტებს,“ – განაცხადა საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა „რუსთავი 2-თან“.

 

იტვირთბა....