aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ ყოფილა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ საბჭოს წევრებსა და მენეჯმენტს შორის გამართული შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც საბჭომ მენეჯმენტს მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო-კრიტერიუმების თაობაზე საკუთარი ხედვა გააცნო.

„სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ ყოფილა, გენერალური დირექტორის მხრიდან იყო უფრო მიმღებლობითი პოზიცია.
სამეურვეო საბჭო ფიქრობს, რომ მენეჯმენტმა რეფორმა ამ დოკუმენტში არსებული კრიტერიუმებით უნდა დაგეგმოს და არამხოლოდ რეიტინგის პრინციპზე. ეს დოკუმენტი მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ხარისხი, წვდომა, წილი, დანახარჯებთან დაკავშირებით ის ფასეულობა, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნის. მენეჯმენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ თავიანთ პოზიციას ხვალ დააფიქსირებენ სხდომის რეჟიმში. განსაკუთრებული წინააღმდეგობა ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მათი მხრიდან არ იყო, გენერალური დირექტორის მხრიდან იყო უფრო მიმღებლობითი პოზიცია, თუმცა დისკუსიის ნაწილი მაინც რეიტინგის საკითხს ეხებოდა, ვინაიდან, როგორც ჩანს, მენეჯმენტში ამ ეტაპზე მაინც თვლიან, რომ „ფიფლ-მეტრების“ თემით უნდა იზომებოდეს და გვქონდეს ჩვენ ინფორმაცია. საბჭოს არაერთი წევრის, მათ შორის ჩემი მხრიდან ამ შეხვედრის რეჟიმში დაფიქსირდა პოზიცია, რომ მხოლოდ ამ მეთოდით წილზე და წვდომაზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოა, ვინაიდან ეს დოკუმენტი, ეს მონაცემები არ იძლევა, სრულ, ამომწურავ ინფორმაციას, მათ შორის იმ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის ხედვა ითვალისწინებს არხის რეორგანიზაციისთვის მაუწყებლის 2018 წლამდე შეჩერებას და არხზე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების დატოვებას.

იტვირთბა....