ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იყო თუ არა მუქარა: დაკავებული დეკანოზის მამა კომენტარს აკეთებს

დაკავებული დეკანოზ  გიორგი მამალაძის მამის, ავთანდილ მამალაძის თქმით, ოჯახის მისამართით მუქარა არ ყოფილა. ის არ ფლობს ინფორმაციას რატომ ითხოვს მამა გიორგი ოჯახის დაცვას. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გავიგეთ, რომ ჩემი შვილი ითხოვს უსაფრთხოების ზომების მიღებას ოჯახისათვის. მუქარა არ შემოსულა ჩვენი მისამართით. ჩვენ უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, უფალი გვფარავს და ვართ დაცული. ვისგან უნდა ვიყოთ დაცული, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის. ამის მჯერა, სხვა არაფერი ვიცი“- განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

რაც შეეხება  ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, მამალაძის მამა ამბობს, რომ მას არ იცნობდა და არც იმის შესახებ ფლობს ინფორმაციას რა ურთიერთობა ჰქონდა მის შვილს მასთან.

„თუ ჩემმა შვილმა ითხოვა დაცვა, ესე იგი რაღაცაშია საქმე. მე არაფერი ვიცი“- აღნიშნა დაკავებული დეკანოზის მამამ.

შეგახსენებთ, გუშინ „რუსთავი 2“- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად  ჩაწერა.  ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

ცნობისთვის,  მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

დაკავებული დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.

იტვირთბა....