საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა. პრემიერი პატრიარქს მოინახულებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა. ხვალიდან პრემიერი გერმანიაში ვიზიტს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესს რამდენიმე დღის წინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორე საქართველოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.