ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩემი მეუღლე ორსულადაა და გთხოვთ გამათავისუფლოთ”: დაცვის მხარე რჩეულიშვილების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

მაია რჩეულიშვილისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების და საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა მოსამართლე მაია შოშიაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულებულია  და მათზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე არ არსებობს.
გუკა რჩეულიშვილის დაცვის მხარემ კი სასამართლოს, პატიმრობის ნაცვლად, 150 ათასი ლარი შესთავაზა.

“ჩემი მეუღლე ორსულადაა და გთხოვთ გამათავისუფლოთ, რათა მის გვერდით ვიყო, – ასე მიმართა ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

პროკურორები ბრალდებულთათვის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვენ. 
“2014 -2016 წლებში მაია რჩეულიშვილი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. შესაბამისად, ეს გარემოება საქმეში არის ახლად გამოვლენილი”, – განაცხადა პროკურორმა.

იტვირთბა....