საქართველოს ლატარიის კომპანიის გამარჯვებული და ჯეკპოტის მფლობელი, უნივერსიტეტის პროფესორი და ლექტორი, თინათინ გიორგობიანი აცხადებს, რომ მოგებული თანხიდან თავის რამდენიმე სტუდენტს მაგისტრატურაზე სწავლას დაუფინანსებს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ისაუბრა:
“იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა და ეს ლექციები საღამოს ჰქონდათ ხოლმე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამქანცველი იყო”.
ცნობისთვის, თინათინ გიორგობიანმა 31 იანვარს „ლოტო 6/36“-ის 735-ე გათამაშებაში 1 380 345 ლარი მოიგო. ჯეკპოტის მფლობელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე.