ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: „ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარი“

„მე გავაცანი ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოვლა, ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოსვლაზე ამ ეტაპზე დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა: ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, ის არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის უახლოესი მეგობარი“, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, საკითხს წარდგენილ ბრალდებაში იყო თუ არა საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, აღნიშნულზე ვერ ისაუბრებს.

„ამის გაუქმების შესახებ მთავარი პროკურორის სახელზე შეტანილი მაქვს განცხადება, რომ იქნებ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. იმედია, გაითვალისწინებენ ამ თხოვნას. სიამოვნებით ვისაუბრებდი ყველაფერზე ამ ბრალდების ირგვლივ, მათ შორის, საქმეში არსებულ მასალებზე, მოწმეებზე, თუმცა ეს ამ პირობის გამო არ შემიძლია“, – განაცხადა ფანცულაიამ.

ცნობისთვის,  მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

 

იტვირთბა....