ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატი მერიაში არ შეუშვეს

თბილისის საკრებულოს  ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“  დეპუტატი თამაზ შოშიაშვილი მერიაში არ შეუშვეს. ის სხდომაზე ინიციატივის დაყენებას გეგმავდა, რომელის მიხედვითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონი ლარი ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უნდა მოხმარდეს.

ასევე დეპუტატი იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასაც მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ნაზღაიძეების ოჯახს სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გადაეცათ.

სხდომაზე შესვლის უფლება მას უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.

„დავით ნარმანია ამხელა კორუფციის მიუხედავად, იმ პრობლემების მიუხედავად, რომელიც დღეს დედაქალაქის მერიაში და დედაქალაქშია სასეირნოდ ბრძანდება ევროპაში. თბილისის მთავრობა დაცვის სამსახურით იცავს თავს საკრებულოს დეპუტატებისგან. საკრებულოს დეპუტატებსაც არ უშვებენ უკვე მერიის შენობაში,“-განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

დღევანდელ სხდომას ვიცე მერი-უძღვებოდა. დავით ნარმანია მივლინებაში იმყოფება.

იტვირთბა....