პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი ბერლინში ჟურნალისტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა კითხვები დაუსვა მას პროკურატურამ, როცა დაკითხვაზე დაიბარეს:
”მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან მე ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშულოდ ეხებოდა ამ თემას. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან.
ვერ დაგიდასტურებთ, არის თუ არა საუბარი ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. როგორც გამოაცხადეს, გრიფით საიდუმლო არ არის, მაგრამ ხელწერილი არსებობს.
შორენაზე ვერ გიპასუხებთ, ეს კითხვები შემდეგში. მე არ ვიცი, მეუფე იაკობი რას ამბობს, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის. მე მაინც ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. უბრალოდ ისე ახლო ურთიერთობა, როგორც გვქონდა, არ გვაქვს, მაგრამ ეს მისი საქმეა. მან უკეთ იცის”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე კიდევ დაიბაროს.
შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილი გამოკითხვაზე პროკურატურამ მაშინ დაიბარა, როცა პატრიარქს ბერლინში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა. უწყებამ ოხანაშვილი მალევე გამოუშვა.