ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე დედა-შვილის ცხედარი იპოვეს

ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით, დედა-შვილის ცხედარი იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილი ბოლო დღეებში არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ნათესავებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებს ისინი გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდოდ, ისინი რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, წინასწარი დათვალიერებით, მათ სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ.  საქმეზე გამოძიება კი  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი გაზით გაჟონვაა.

იტვირთბა....