ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იაფფასიანად აწყობილი სცენარი”: რის გამო გააკრიტიკა დედა სიდონიამ კვირიკაშვილი და წულუკიანი

“არ გამოვრიცხავ, მამა გიორგი მამალაძე თავისი პირდაპირობისთვის ჩამოიშორეს ძალებმა, რომელთაც საპატრიარქოში აქვთ ფესვები გადგმული.”- ამის შესახებ დედა სიდონიამ რუსთავი 2-ზე, გადაცემა ”არჩევანში” ისაუბრა.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დიდი ნდობით სარგებლობდა პატრიარქთან და ეს ზოგიერთისთვის არასასურველი იყო.

დედა სიდონიამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

როგორც დედა სიდონიამ აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები იყო არაკომპეტენტური.

“ხუთოსანი მოსწავლეების მდგომარეობაში აღვიქვი მე ისინი. ისეთი გახარებულები იყვნენ იმის ფონზე, როდესაც არის ამდენი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული ინფორმაციები. ყველა ხვდება მგონი, რომ ეს არის იაფფასიანად აწყობილი სცენარი. ამ შემთხვევაში მემგონი მათი მათი სიხარული უსაფუძვლო იყო. მათ არ ჰქონდათ უფლება განეცხადებინათ ”ციანიდი” ვის მოსაკლავად მიჰქონდათ, იმიტომ, რომ პროკურატურას ეს არ დაუდასტურებია”. – განაცხადა დედა სიდონიამ.

იტვირთბა....