რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
როგორც მაღაზიის გამყიდველმა „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში განაცხადა მაღაზია დაკეტა, თუმცა მიიღო შეტყობინება რომ უცხო პირმა მისი გახსნა მოახერხა.
ადგილზე მისულმა მაღაზიის მეპატრონემ აღმოჩინა, რომ სალაროდან 30 ლარამდე თანხა იყო წაღებული. მისივე თქმით, ტანსაცმელი წაღეული არ არის.
შეგახსენებთ რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მაღაზია რამდენიმე დღის წინაც გაქურდეს.
როგორც “მეტრონომს” შს სამინისტროში უთხრეს, ცხელ კვალზე ერთი პირი დაკავებულია. საქმე 177 მუხლით არის აღძრული რაც ქურდობას გულისხმობს.