ახალი ამბები მთავარი სამართალი

„შორენა თეთრუაშვილის მოწამვლაზეა საუბარი და არა – პატრიარქის“

გაზეთ „ქრონიკა + ის“ რედაქტორი ელისო კილაძე მამა გოიორგი მამალაძის დაკავებას, რომელსაც ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მზადება ედება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მოწამვლაში ედება და ამ საქმეში პატრიარქი საერთოდ არ ფიგურირებს.

„ყურადღება !!!

კატეგორიულად მოვითხოვ გიორგი მამალაძის ბრალის დადგენილების გასაჯაროებას.

ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე თქვა რომ საქმეს გრიფი საიდუმლო არ ადევს და ხელს რა უშლის ?!

ჩემი წყარო ამბობს რომ მამალაძის ბრალში შორენას მოწამვლაზეა საუბარი და პატრიარქი საერთოდ არ ფიგურირებს.

გაასაჯაროვეთ ოფიციალური დოკუმენტი ! ცუდი თამაში დაიწყეთ-გაიხლართებით !“- წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იტვირთბა....