„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს“- ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, საპატრიარქოს განმარტებით, „ეს მათთვის სრულიად მოულოდნელია“ და ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.