ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სირცხვილია თემის გადაფარვა”: მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის სავარაუდო წერილს ეხმაურება

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორიგ მამალაძის სავარაუდო წერილს პატრიარქისადმი ეხმაურება.  მეუფე იაკობის განცხადებით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
”ეგ არის ჩვეულებრივი ზღაპრები ვიღაცის. რა კომენტარი გავაკეთო? – მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო, ნუ იბრალებენ სხვები. მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? მითხარით, რომელი უფრო სერიოზულია?”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა სავარაუდოდ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის წერილი, რომელშიც ის არქიმანდრიტ იაკობს საპატრიარქოში არსებული თალღითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....