ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამალაძის ადვოკატი: ”აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი “

 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ესაუბრა.  გიორგი ფანცულაიას  ინფორმაციით, მას პროკურატურამ ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინა, რის გამოც საქმის შინაარსობრივ დეტალებზე ვერ საუბრობს.

”აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებობას ვერ დავარღვევ. გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მეშვეობით ჩვენს სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართავ თხოვნით, ვინაიდან საზოგადოება არ იყოს ცალმხრივად ინფორმირებული და არ მოხდეს საზოგადოებისთვის ერთი მხარის პოზიციის დაჯერება”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იტვირთბა....