ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნატრიუმის ციანიდი: რას წარმოადგენს შხამი, რომელიც დეკანოზ მამალაძეს უპოვეს

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც  მკვლელობის მომზადების ფაქტზე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს, ბარგის ჩხრეკისას  ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება – ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა.

რას წარმოაგდენს ეს შხამიანი ნივთიერება:
ნატრიუმის ციანიდი, რომლის  ქიმიური ფორმულაა – NaCN, არაორგანული ნივთიერებაა და ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს წარმოადგენს.

ფიზიკური თვისებები:
თეთრი ფერის ნივთიერება, არსებობს როგორც სითხის,  ასევე მყარის სახით.   კერძოდ ფხვნილის სახით.
ქიმიური თვისება:  NaCN  რეაქციაში შედის  ორგანიზმის ჟანგბადთან,   შედეგად   იწვევს ადამიანის უეცარ სიკვდილს. ამ დროს ადამიანი იპოქსიით კვდება.

ციანიდების სახელწოდება გამომდინარეობს CN (ციანო) ჯგუფიდან. უმარტივესი წარმომადგენელია ციანწყალბადმჟავა (HCN).  ის არის უფერო, მწარე ნუშის სუნის მქონე სითხე. ციანიდი თვითმკვლელების და ჯაშუშების საყვარელი საწამლავია, იგი ძალიან სწრაფად მოქმედებს, მაგრამ არამდგრადია, სასიკვდილო დოზის მიღებიდან რამდენიმე წამში ადამიანი კვდება. მყარი სახით (თეთრი ფხვნილი) ის წარმოდგენილია კალიუმის ციანიდით (KCN).
როგორც  KCN  ასევე   HCN  ადვილად კარგავს კალიუმს და წყალბადს, მას გააჩნია ძლიერი ინჰიბიტორული თვისებები. სისხლში მოხვედრისას ციანო ჯგუფი (CN ანიონი) ჟანგბადის მაგივრად უერთდება სისხლში არსებულ რკინას რაც იწვევს ჰიპოქსიას, ადამიანი კი სუნთქავს ჟანგბადს, მაგრამ იგი ვერ შედის უჯრედებში. ციანიდით მოწამვლის სიმპტომებია კრუნჩხვა და პირიდან გამონადენი დუჟი.
ეს საწამლავი ადვილად შეიძლება განეიტრალდეს ვენაში გლუკოზის შეყვანით და ნატრიუმის თიოსულფატით. სახლის პირობებში ციანიდით მოწამვლის დროს საჭიროა მივიღოთ დიდი რაოდენობით ტკბილეული, ნამცხვრები (გლუკოზის შემცველი საკვები) და წყალი.
შეფუთვა –  გაიცემა ლითონის ბარაბნებში 50, 85, 1000 კგ.
ტრანსპორტირება  – ტრანსპორტირება ხორციელდება სარკინიგზო ვაგონებით, ავტომანქანებით ან კონტეინერებით.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს,   დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მამალაძემ ერთ-ერთ პირს სთხოვა საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის საშუალებითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....