მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ მათ გასაქცევად საქმე არა აქვთ და ღმერთს როგორც უნდა, საქმე ისე იქნება.
როგორც ქეთევან მაღლაკელიძე აცხადებს, მისთვის შვილის დაკავების მიზეზები უცნობია და ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მედიიდან იღებს.
„როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება. ჩვენ ბრალდებაზე არაფერი ვიცით. არც გავრცელებული ინფრმაცია არ ვიცით. მეტი ოჯახი ჩვენ არ გვაქვს, ყველა აქ ვართ და გასაქცევად საქმე არ გვაქვს,“- განაცხადა გიორგი მამალაძის დედამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების შესყიდვის დახმარება სთხოვა.
შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, რომ მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.