aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა კავშირი აქვს მამალაძის დაკავებას პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი არჩილ  გამზარდია “მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, რომელიც პატრიარქის შესაძლო მოწამვლას უკავშირდებოდა, მამა გიორგი მამალაძის დაკავებით  ფაქტიურად დადასტურდა.

გამზარდია ფიქრობს, რომ  საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში, შესაძლოა უცხო ქვეყნის ინტერესი იკვეთებოდეს და მამალაძის ირგვლივ სწორედაც რომ ეს კითხვები უნდა დაისვას.

ანალიტიკოსი  გამორიცხავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ერიოს და ყოფილი ხელისუფლების წევრების კვალი იკვეთებოდეს. მისი განცხადებით, საპატრიარქოში არიან სასულიერო პირები, რომლებიც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

გამზარდიას თქმით, მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირზე საუბარია, რომ ისინი პრორუსულობით გამოირჩევიან, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, მათ მფარველად მეუფე დიმიტრი მოიზარება, რომელიც პატრიარქის  ძმისშვილია.  ხოლო უწმინდესის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი მამა დიმიტრის  სიძეა. ამიტომაც,  გამზარდია სვამს კითხვას, ვისგან და ვისი დავალებით ცდილობს ოხანაშვილი პატრიარქის იზოლირებას?

„რა თქმა უნდა, რომ ველოდები პროკურატურის განცხადებას, მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით. ვნახოთ ეს იქნება ბრალდება პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თუ  ქონების გაფლანგვის ბრალდებას  წაუყენებენ.

მეორე ხომ არ შეიძლება, რომ ძიება მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდამდე შევიწროვდეს, რაც ჩემი აზრით სწორი არ იქნება. ასეთი ეპიზოდები ერთ კონკრეტულ ფაქტამდე არ უნდა დავიდეს.  ვფიქრობ, რომ მამალაძის დაკავება, პატრიარქის შესაძლო მოწამვლას უნდა უკავშირდებოდეს. ძიების პროცესში შესაძლოა კიდევ ისეთი ფაქტები გამოიკვეთეს, რაც უახლოეს წარსულში არსებულ კითხვებს უკავშირდებოდეს.

ჩემი აზრით, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები, ერთ მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე არ უნდა დავიყვანოთ. არადამაჯერებლად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ერიოს. მასშტაბები უფრო შორს არის წასული.

მგონია, რომ პროკურატურა ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს. აქ საუბარი უცხო ქვეყნის ინტერეს ეხება, რომელიც  ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობით არის დაინტერესბული.

საპატრიარქოში არინ გარკვეული სასულიერო პირები, რომლებიც წლების განმავლობაში საპატრიარქოში რუსული ინტერესების გატარებას ცდილობენ. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს, რომ პატრიარქის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, რაიმე სახელმწიფოებრივ დაპირისპირებასა და დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდოს“, – ამბობს გამზარდია.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....