საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე საოპერაციოდ შეიყვანეს. ამის შესახებ ბერლინიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” კორესპონდენტი იუწყება.
პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიური მეთოდით ბერლინში, Helios berlin bux-ის კლინიკაში უტარდება. კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები და წმინდა სინოდის წევრები, რომლებიც ამ წუთებში პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიან, – იუწყება “კურიერის” ჟურნალისტი.
ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია.