“თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და ეს სავარაუდოდ შალვა შავგულიძე იქნება. ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ნინო გოგუაძემ გაზეთ “ვერსიასთან” განაცხადა. ყრილობა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 19 თებერვალს ჩატარდება და მას 300 დელეგატი დაესწრება:
“ჩვენი წინადადებაა, პარტიის ახალი თავმჯდომარე ერთ-ერთი ღირსეული, სიმართლისთვის მებრძოლი და ირაკლი ალასანიას გუნდის დამფუძნებელი შავლა შავგულიძე იყოს, რომელიც 2012 წელს კოალიციურ სიაში “ოცნების” სახელით შევიდა, მაგრამ, როცა კოალიციიდან წამოვედით, “ოცნება” უყოყმანოდ დატოვა. ვიმედოვნებ, ყრილობა შალვას “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ აირჩევს”,-განაცხადა ნინო გოგუაძემ “ვერსიასთან” ინტერვიუში.